Pages

Dienstag, 6. Mai 2025

გოეთეს დღეები 2025

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ტრადიციუალად გაიმართა "გოეთეს დღეები 2025"-ჩვენმა მოსწავლეებმა ანამარია კუხიანიძემ, მარიამ ბოგვერაძემ და ანანო ჩხაპელიამ გერმანულ ენაზე მოამზადეს პრეზენტაციები გერმანელი ავტორებისა და მათი მნიშვნელოვანი ნაწარმოებების შესახებ. თითოეულმა მონაწილემ შთამბეჭდავად გააცნო აუდიტორიას არჩეული მწერლის ცხოვრება, შემოქმედება და მხატვრული სამყაროს განსაკუთრებული მხარეები. მათ უპასუხეს თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. კონკურსანტებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.ბავშვებმა გამოავლინეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ინტერესი გერმანული ლიტერატურის მიმართ, რაც კონკურსს განსაკუთრებულად საინტერესოს და შინაარსიანს ხდიდა.შედეგებს უნივერსიტეტი გაგვაცნობს მაისის ბოლოს, გოეთეს დღეების დახურვაზე. ანამარია უხინიძე-Erich Käsner
ანანო ჩხაპელია-Cornelia Funke
მარიამ ბოგვერაძე-Michael Ende

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen